გლობალური ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი დერეფანი, ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა გერმანული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სრუტეში სატრანზიტო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მას შემდეგ, რაც რეგიონში საომარი მოქმედებები დასრულდება. კანცლერის განმარტებით, გერმანიის ამ პროცესში ჩართვისთვის აუცილებელია გაეროს მანდატი და ქვეყნის პარლამენტის ოფიციალური დასტური.
ამჟამად აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეფერხებულია. ეს დერეფანი მსოფლიო ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური ნაკადის დაახლოებით 20% მოდის. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მისიის დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის მინიმუმ დროებითი შეწყვეტა და ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამის დასრულება. საკითხის დეტალებს, მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობას, გერმანიის ლიდერი პარიზში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე განიხილავს.
წყარო: Investing.com







