RBC Capital-მა დაასახელა ნავთობისა და გაზის მომსახურების სექტორის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მათი აზრით, ახლანდელ პირობებში განსაკუთრებით საინტერესოა ინვესტორებისთვის.
პირველ რიგში, ყურადღება გამახვილებულია SLB-ზე – კომპანია, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო ქსელი აქვს და აქტიურად ავითარებს ციფრულ მიმართულებასაც. ანალიტიკოსები სწორედ ამ კომბინაციას მიიჩნევენ მის მთავარ უპირატესობად.
Baker Hughes-ს რაც შეეხება, აქ მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კომპანია ერთდროულად მუშაობს როგორც ნავთობის, ისე გაზის მიმართულებით და შეუძლია სტაბილურად გაზარდოს შემოსავლები, მიუხედავად ბაზრის ცვალებადობისა.
TechnipFMC-ზე საუბრისას განსაკუთრებით გამოიკვეთა მისი ჩართულობა LNG პროექტებში – ეს მიმართულება ახლა აქტიურად იზრდება და კომპანიას ამით სარგებლის მიღების შანსი აქვს.
Enerflex და Patterson-UTI უფრო პრაქტიკულ სამუშაოებზე არიან ორიენტირებულები
ძირითადად ინფრასტრუქტურასა და ადგილზე შესრულებულ მომსახურებაზე მუშაობენ,
რაც მოთხოვნადია მაშინაც კი, როცა ბაზარი არასტაბილურია.
CES Energy Solutions კი ქიმიური მომსახურების მიმართულებით მუშაობს და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ სეგმენტშიც სტაბილური მოთხოვნა შენარჩუნდება.
მოკლედ, RBC-ის შეფასებით, ეს კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებებით მოქმედებენ, მაგრამ ყველას აქვს ერთი საერთო – ახლანდელ ბაზარზე რეალური შესაძლებლობა, გაზარდონ შემოსავალი.

წყარო: Investing.com

Shares: