ხელოვნური ინტელექტის სერვერებზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებს დიდ მოგებას ჰპირდება. Bank of America (BofA) ინვესტორებს კომპანია Dell-ის აქციების შეძენას ურჩევს, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2026 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის სერვერების ბაზარი გაორმაგდება და 495 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამ პროცესით ყველაზე მეტად Dell სარგებლობს, რომელიც ბაზრის შემოსავლების 12%-ს ფლობს.

კომპანიის წარმატებას განაპირობებს Nvidia-სა და AMD-ის მძლავრი გრაფიკული პროცესორების (GPU) გამოყენება, რის გამოც Dell-ის სერვერების საშუალო გასაყიდი ფასი ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე 82%-ით მაღალია. BofA-ს მოლოდინით, 2026 წელს კომპანიის შემოსავალი ამ მიმართულებით 60 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თავად Dell-ის საწყის პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიური სირთულის მატებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის სერვერების ინდუსტრია 2030 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ 26%-ით გაიზრდება.

წყარო: Investing.com

Shares: