კომპანია Anthropic-მა ახალი ვერსია – Claude Opus 4.7 გამოუშვა, რომელიც წინა მოდელთან შედარებით განსაკუთრებით გაუმჯობესებულია კოდის წერისა და რთული ტექნიკური ამოცანების შესრულებაში.
მოდელი უკეთ უმკლავდება მრავალსაფეხურიან დავალებებს – შეუძლია უფრო დამოუკიდებლად იმუშაოს, გაიაზროს ინსტრუქციები და უფრო ზუსტად შეასრულოს ტექნიკური სამუშაოები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამისტებისთვის.
გარდა ამისა, გაუმჯობესებულია სურათების გაანალიზების შესაძლებლობაც და ზოგადად პასუხების ხარისხი – მოდელი უკეთ ერგება კონტექსტს და უფრო თანმიმდევრულ შედეგს იძლევა.
მნიშვნელოვანი ნაწილი არის უსაფრთხოებაც – ახალ ვერსიაში დამატებულია მექანიზმები, რომლებიც ამოიცნობს და ზღუდავს პოტენციურად რისკიან მოთხოვნებს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
საერთო ჯამში, ეს მოდელი უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ვერსიაა, მაშინ როცა უფრო ძლიერი სისტემა – Mythos – ჯერ მხოლოდ შეზღუდულ წრეზეა ხელმისაწვდომი უსაფრთხოების მიზეზების გამო.

წყარო: Investing.com

Shares: