ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაცია საგანგებო ზომებს მიმართავს.
აშშ-ის მთავრობა გეგმავს დროებით შეაჩეროს „ჯოუნსის აქტის“ (Jones Act) მოქმედება, რათა ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი მატება შეაკავოს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა, რასაც ნავთობის ღირებულების 8%-ზე მეტით ზრდა მოჰყვა. ენერგორესურსების გაძვირების გამო, Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის (მშპ) პროგნოზი შეამცირა და ინფლაციური მოლოდინები გაზარდა. პარალელურად, ნავთობის ფასების ნახტომმა და დოლარის გამყარებამ ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნა და ოქროს ფასის მცირედით შემცირება გამოიწვია.
წყარო: Investing.com







