ე.წ. “სოფთვეარ” კომპანია RingCentral Inc-ის (RNG) აქციებმა 40.68 დოლარს გადააჭარბა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქციების ფასი 40%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 36%-ით გაიზარდა.

კომპანიის წარმატებას საფუძვლად უდევს მეოთხე კვარტლის პოზიტიური ფინანსური შედეგები. RingCentral-ის მთლიანი შემოსავალი 5%-ით, ხოლო სააბონენტო შემოსავალი 6%-ით გაიზარდა. მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) 1.18 დოლარი შეადგინა, რითაც ანალიტიკოსების პროგნოზებს (1.13 დოლარი) საგრძნობლად გადააჭარბა. გარდა ამისა, კომპანიის სტრატეგიულ გაძლიერებაზე მიუთითებს მისი ჩართვა S&P SmallCap 600 ინდექსში.

ანალიტიკოსების ნაწილი თვლიან, რომ აქციის ფასები კვლავ გაიზრდება. კორპორატიული მართვის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სიახლეებია: დირექტორთა საბჭოს შეუერთდა UnitedHealth Group-ის ტექნოლოგიური დირექტორი, მაჰმუდ ელასარი. 2025 წლის აქციონერთა კრებაზე აირჩიეს საბჭოს ახალი წევრები და დამტკიცდა აღმასრულებელთა ანაზღაურება, რაც ინვესტორებში მეტ ნდობას აჩენს.

წყარო: Investing.com

Shares: