ვლადიმერ პუტინი ევროპული ბაზრის დატოვებაზე და პარტნიორების შეცვლაზე ალაპარაკდა.
ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული ბაზრიდან გასვლას და პარტნიორობის უფრო „საიმედო“ მხარეებთან გაგრძელებას განიხილავს. მისი განმარტებით, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისით არის გამოწვეული, რაც გლობალურ ბაზარზე დიდ არასტაბილურობას ქმნის. პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპული ბაზრის ნაცვლად აქცენტის სხვა პარტნიორებზე გადატანა შესაძლოა ლოგიკური ნაბიჯი იყოს, თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და საკითხი მხოლოდ განხილვის პროცესშია. ამასთანავე, მან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა, თუმცა მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
წყარო: Investing.com







