ამერიკელი კონგრესმენი რო კანა, რომელიც ჩინეთის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის წევრია, მხარს უჭერს ჩინეთისთვის Nvidia-ს შედარებით ძველი თაობის ჩიპების მიყიდვას. მისი ხედვით, აშშ-მა უნდა შეზღუდოს მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების ექსპორტი, რათა ქვეყანამ ჩინეთთან შედარებით მინიმუმ 2-3 წლიანი ტექნოლოგიური უპირატესობა შეინარჩუნოს. კანა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ ამ უპირატესობას მოიპოვებს, ძველი ჩიპების გამოყენება ჩინურ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, მაგალითად მაცივრებსა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებში, პრობლემას აღარ წარმოადგენს.
კონკრეტულად, საუბარია “Hopper”-ის თაობის ჩიპებზე (როგორიცაა H200), რომელთა გაყიდვაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუშვა. ამავდროულად, კონგრესმენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უახლესი “Blackwell” და მომავალი “Rubin” თაობის ტექნოლოგიების გადაცემას. რო კანას ეს პოზიცია მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან მისი წინამორბედი მსგავსი გაყიდვების სრულად დაბლოკვას ითხოვდა, ხოლო კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ამჟამადაც აკრიტიკებს.
წყარო: Investing.com







