დრონების სექტორი 2026 წელსაც სწრაფად ვითარდება, რასაც სამხედრო მოთხოვნა, კომერციული გამოყენება და ტექნოლოგიური ინოვაციები განაპირობებს. WarrenAI-ისა და Investing Pro-ს ანალიზის მიხედვით, ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ხუთი კომპანია გამოიკვეთა.

AeroVironment ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ რჩება და ერთწლიანი 45.4%-იანი ზრდით გამოირჩევა. ანალიტიკოსები საშუალო სამიზნე ფასს 391.44 დოლარად აფასებენ, რაც დაახლოებით 32%-იან ზრდის პოტენციალს გულისხმობს. კომპანიის განვითარებას ხელს უწყობს BlueHalo-ს შეძენა და აშშ-ის არმიასთან მიმდინარე კონტრაქტები, ხოლო 2026 ფინანსურ წელს შემოსავლის 143%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

Kratos Defense & Security Solutions ერთწლიანი 190.9%-იანი ზრდით სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახდა. აქციის მიმდინარე ფასი 98.95 დოლარია, ხოლო ანალიტიკოსები შემდგომ ზრდასაც ელიან. კომპანიის პოზიციებს აძლიერებს შეტევითი დრონებისა და ჰიპერბგერითი პროგრამები, ასევე ტაივანთან თანამშრომლობა.

Ondas Holdings ყველაზე მაღალი რისკისა და პოტენციური მოგების მქონე მოთამაშედ განიხილება, რადგან ერთწლიანი ზრდა 407%-ს აჭარბებს. კომპანია მნიშვნელოვან შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს, თუმცა აქციის ფასი სამართლიან შეფასებაზე გაცილებით მაღალია, ხოლო მოკლე პოზიციების მქონე ინვესტორები დილუციისა და მოგებიანობის რისკებზე მიუთითებენ.

Red Cat Holdings შედარებით მოკრძალებული , 17.4%-იანი წლიური ზრდით, მაგრამ გლობალური გაფართოებით გამოირჩევა. ანალიტიკოსები აქციის ფასის ზრდის პოტენციალს ხედავენ, თუმცა სუსტი მოგებიანობა და უარყოფითი EBITDA მარჟა ინვესტიციას სპეკულაციურ ხასიათს ანიჭებს.

Draganfly ხუთეულს პოტენციური „გარდატეხის“ ისტორიით ასრულებს: ერთწლიანი ზრდა თითქმის 130%-ს აღწევს. აშშ-ის სამხედრო კონტრაქტებმა კომპანიის პერსპექტივები გააუმჯობესა, ხოლო ანალიტიკოსები ფასის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებენ.

მთლიანობაში, დრონების ინდუსტრია მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ინვესტორებისთვის რისკების გათვალისწინება კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.

Shares: