Zoom Video Communications-ის (ZM) აქციების ფასმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 91.43 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 42%-ით აღემატება მის 52-კვირიან მინიმუმს ($64.41), რაც კომპანიის პოზიციების გაძლიერებასა და პოსტპანდემიურ გარემოსთან წარმატებულ ადაპტაციას ასახავს.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა: კვარტალური შემოსავალი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა, ხოლო კორპორაციულმა (Enterprise) სეგმენტმა 6%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს აჭარბებს. ექსპერტების აზრით, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვამ კომპანიის პროდუქტებში. Zoom-ის საერთო მოგების მარჟა შთამბეჭდავია და 76.9%-ს შეადგენს.
InvestingPro-ს შეფასებით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ ძლიერია.
ანალიტიკოსების ნაწილი აქციების ფასის შემდგომ ზრდას პროგნოზირებს. Benchmark-მა აქციის სამიზნე ფასად 110 დოლარი განსაზღვრა, ზოგიერთი ექსპერტი კი მის 115 დოლარამდე გაძვირებასაც არ გამორიცხავს. მიუხედავად ბოლოდროინდელი ზრდისა, აქციის ფასი კვლავ მის რეალურ ღირებულებაზე (Fair Value) დაბალ დონეზე რჩება, რაც
რაც მას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. სხვადასხვა გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციების, Needham-ისა და Benchmark-ის შეფასებებით, Zoom-ის აქციები
„Buy“ კატეგორიაში ხვდება.

წყარო: Investing.com

Shares: