ტექნოლოგიური ბაზრის მერყეობის ფონზე, კიბერუსაფრთხოების სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს და პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. Piper Sandler-ის უახლესი ანალიზის მიხედვით, 2026 წლისთვის გამოიკვეთა ხუთი ლიდერი კომპანია, რომლებიც ინოვაციებისა და ეფექტური მუშაობის წყალობით ზრდას აჩვენებენ. სექტორი ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც ქმნის საფუძველს გრძელვადიანი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის.

რეიტინგის სათავეში Palo Alto Networks (PANW) მოექცა, რომლის მიმართაც ანალიტიკოსები პოზიტიურ განწყობებს ინარჩუნებენ. 2025 წელს კომპანიის შემოსავლებმა სწრაფრი ზრდა აჩვენა, რაც 2026 წელსაც გაგრძელდება. აღსანიშნავია მათი გაფართოებული პარტნიორობა Google Cloud-თან, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სექტორში უსაფრთხოების გაძლიერებას.

მეორე პოზიციას Atlassian (TEAM) იკავებს. კომპანიის წარმატებას განაპირობებს პროდუქტზე ორიენტირებული ზრდის მოდელი და მასშტაბური ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში (R&D). ახალი ხელმძღვანელის, ბრაიან დაფის მეთაურობით, Atlassian აქტიურად აძლიერებს პოზიციებს მსხვილ საწარმოებში, ხოლო მისი “ქლაუდ” აპლიკაციების ბაზარზე გამოჩენა სტრატეგიულ წინსვლად ფასდება.

მესამე ადგილზეა Check Point Software (CHKP), რომლის აქციების მაჩვენებლებიც მარტში გაუმჯობესდა. კომპანია გამოირჩევა ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადებით და ფოკუსირებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დაცვაზე, რაც მის ახალ პროგრამულ განახლებაში, Quantum Firewall R82.10-ში აისახა.

მეოთხე ადგილს იკავებს Netskope (NTSK), რომელიც SASE პლატფორმის მეშვეობით უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებას ჰიბრიდულ გარემოში მომუშავე საწარმოებისთვის.

ხუთეულს აგვირგვინებს ServiceNow (NOW). მიუხედავად ბაზარზე არსებული პესიმისტური განწყობისა ზრდის ტემპთან დაკავშირებით, Piper Sandler მიიჩნევს, რომ კომპანიას 2026 წლისთვის ზრდის კარგი წინაპირობები გააჩნია. ანალიტიკოსების აზრით, შიში AI-ს დანერგვის შენელების შესახებ გადაჭარბებულია და კომპანიას აქვს პოტენციალი, მოლოდინებს გადააჭარბოს.

წყარო: Investing.com

Shares: