eToro Group Ltd. არის ისრაელის ფინტექ კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სოციალური ინვესტირების პლატფორმებზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას,  ივაჭრონ აქციებით, კრიპტოვალუტებით და სხვა აქტივებით, ასევე “კოპიტრეიდინგის” ფუნქციით, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დააკოპირონ წარმატებული ინვესტორების მიერ განხორიციელებული ინვესტიციები და ვაჭრობის სტრატეგიები. კომპანია დაარსდა 2007 წელს იონი ასია, რონენ ასია და  დევიდ რინგიის მიერ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თელ-ავივში, ისრაელში. eToro Group-ის პლატფორმას დაახლოებით 40 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს 75 ქვეყანაში და ამ კომპანიაში 1700 დასაქმებულზე მეტია (2024 წლის მონაცემებით).

კომპანიას $12.64 მილიარდი აქვს შემოსავალი ხოლო, სუფთა მოგება $192.4 მილიონს შეადგენს. საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა დაახლოებით 3.9 მილიარდი აშშ დოლარია.

eToro აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბირჟებთან გლობალურად. მაგალითად, 2024 წელს კომპანია პარტნიორობას უწევდა Deutsche Börse-ს გერმანული აქციების ვაჭრობისთვის და Dubai Financial Market-ს. ასევე, eToro-მ მიიღო ლიცენზია ნიუ-იორკში ოპერირებისთვის.

2024 წელს eToro-ს შემოსავალი გაიზარდა 225%-ით, რაც ძირითადად კრიპტოვალუტის ვაჭრობის ზრდას უკავშირდება. კომპანიის სუფთა მოგება 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

eToro Group Ltd.-მა („eToro“)14 მაისს გამოაცხადა მისი გაზრდილი საწყისი საჯარო შეთავაზების („IPO“) ფასი, რომელიც 11,923,018 A კლასის ჩვეულებრივ აქციას, ნომინალური ღირებულების გარეშე შეადგენს, საჯარო შეთავაზების ფასით 52.00 აშშ დოლარს თითო აქციაზე. შეთავაზება მოიცავს A კლასის ჩვეულებრივი აქციების 5,961,509 აქციას, რომლებსაც eToro გაყიდის და A კლასის ჩვეულებრივი აქციების 5,961,509 აქციას, რომლებსაც გარკვეული არსებული აქციონერები გაყიდიან.

აქციებით ვაჭრობა Nasdaq Global Select Market-ზე 2025 წლის 14 მაისს დაიწყო, ტიკერის სიმბოლოთი „ETOR“. შეთავაზება დასრულდა, 2025 წლის 15 მაისს, ჩვეულებრივი დახურვის პირობების დაცვით იყო დაგეგმილი.

გარდა ამისა, eToro-მ ანდერრაიტერებს 30-დღიანი ოფცია მიანიჭა eToro-სგან დამატებით 1,788,452 A კლასის ჩვეულებრივი აქციის შესაძენად.

სრულ სტატიას გაეცანით ივნისის გამოცემაში.

Shares: