ამერიკა – ჩინეთისა და ამერიკა – ევრო ზონის ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებამ ისევ დააბრუნა ყურადღება ფინანსურ ბაზრებზე: ვიხილეთ ამერიკის საფონდო ბირჟების ინდექსების მყისიერი ზრდები, ასევე გერმანიის საფონდო ბირჟის ახალი მწვერვალები და სხვა. ჭკვიანი ფული უბრუნდება ბაზრებს და გამონაკლისს არც კრიპტო სივრცე წარმოადგენს. მაისში ვიხილეთ მყისიერი შესყიდვები ალტქოინების მხარეს ხოლო ბიტკოინის დომინაციის ინდექსმა კლება დაიწყო. განსაკუთრებით ფულადი ნაკადების შესვლა ეთერიუმის ეკოსისტემას დაეტყო, სადაც დაფიქსირდა ძლიერი შესყიდვები და ფასის მატებები.
(ბიტკოინის დომინაციის ინდექსი – წყარო:Tradingview)

გარდა ფულადი ნაკადების მოძრაობისა, ბაზარზე სენტიმენტიც მზადია. როგორც წესი, ჭკვიანი ფულის შესყიდვები წინ უსწრებს სენტიმენტის ცვლილებას, თუმცა მიმდინარე ბაზარი გამონაკლისია, რადგან სენტიმენტმა პოზიტიური რყევები ჯერ კიდევ სატარიფო ომის შერბილებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო.
(შიშისა და სიხარბის ინდექსის გრაფიკული ჩარტი – წყარო: CoinMarketCap)

გლობალური რეცესიის რისკების შემცირებასთან ერთად, ხარების ბაზრის შანსები უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება თუ სწორად გავათავსებთ პოზიციებს და შევარჩევთ სწორ პროექტებს.
(სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღეთ მხოლოდ თქვენს კვლევებზე დაყრდნობით).
სრულ სტატიას გაეცანით ივნისის გამოცემაში.
-
დეკემბრის გამოცემა 2024
12,00 ₾ -
იანვრის გამოცემა 2025
12,00 ₾ -
მარტის გამოცემა 2025
12,00 ₾










