კრიპტოვალუტის ბაზარი მუდმივ ცვლილებებსა და განვითარებაშია. ინვესტორები და ტრეიდერები მხოლოდ ბიტკოინით აღარ კმაყოფილდებიან, ფედერალური რეზერვების პრეზიდენტი -ჯერომ პოუელი ბანკებისთვის რეგულაციების შერბილებას გეგმავს კრიპტო პროექტებთან მუშაობისთვის და ასევე მოსწონს ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ შეიქმნას ამერიკული დოლარის სტაბილური ციფრული მონეტა. კრიპტო ბაზარი ახლა მჭიდროთაა დაკავშირებული ამერიკული ბაზრების მოძრაობებთან, რაც გამოწვეულია სატარიფო ომების შედეგად დათესილი ინვესტორების სენტიმენტით. თუმცა ამ მხრივაც არის პატარა, მაგრამ პოზიტიური სიგნალები, რაც ბევრ ინვესტორს ტარიფების ომის მიმდინარე კვარტალში დამთავრების სიგნალებს აძლევს.

ამ სტატიაში გაეცნობით იმ 3 კრიპტოვალუტას, რომლებიც 2025 წლის მაისისთვის გამოირჩევიან ტექნოლოგიური ინოვაციით, საზოგადოებრივი მხარდაჭერითა და ხშირი გამოყენების სტატისტიკით.

შერჩევის კრიტერიუმები.

  • ტექნოლოგიური ინოვაცია – პლატფომრის განვითარება და მასშტაბურობა.
  • რეალური გამოყენების შემთხვევები და სტატისტიკა – აქვს თუ არა პროექტს პრაქტიკული ღირებულება.
  • საზოგადოების და ინსტიტუციური მხარდაჭერა – როგორია პროექტის სოციუმი და არის თუ არა მსხვილ მოთამაშეთა დაინტერესება გაზრდილი მის მიმართ.
  • ლიკვიდურობა და ბირჟებზე ყოფნა – ხელმისაწვდომობა ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის.
  • სამომავლო პოტენციალი

Kaspa (სავაჭრო აბრევიატურა: $KAS)

Kaspa არის ერთ-ერთი ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი და სწრაფად მზარდი Proof-of-Work (PoW) პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო სივრცეში გლობალური ტენდენცია გადადის Proof-of-Stake-ზე, Kaspa აჩვენებს, რომ სწორად იმპლემენტირებული PoW სისტემაც შეიძლება იყოს ეფექტური, ეკოლოგიურად ოპტიმიზირებული და ინოვაციური. პროექტი  არ იყენებს კლასიკურ ბლოკჩეინს. მისი საყრდენია GHOSTDAG პროტოკოლი, რომელიც საშუალებას იძლევა, ბლოკები პარალელურად დამუშავდეს ისე, რომ ქსელი არ დაიშალოს. ეს ყველაფერი რამდენიმე პროცესს უზრუნველყოფს:

  • ტრანზაქციების სიჩქარე ბევრად მაღალია ვიდრე ტრადიციულ ბლოკჩეინებზე.
  • დაბალი საკომისიოები, რაც პროექტს მიმზიდველს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის.

    სრულ სტატიას გაეცანით მაისის გამოცემაში

    Shares: