აქტივი / Asset – ნებისმიერი მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელსაც აქვს ღირებულება და რომლის მფლობელობაც სარგებელს მოაქვს.
- ბალანსი / Balance – ანგარიში, რომელიც აჩვენებს ინვესტორის ან კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, მათ შორის აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს.
- ბროკერი / Broker – შუამავალი, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ და გაყიდონ ფასიანი ქაღალდები, სავალუტო წყვილები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.
- გადასახდელი დივიდენდი / Dividend – მოგების ნაწილი, რომელსაც კომპანია უნაწილებს აქციონერებს.
- დერივატივი / Derivative – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ფასი დამოკიდებულია სხვა აქტივის ღირებულებაზე, როგორიცაა აქცია, საქონელი ან ვალუტა.
- ეკვიტი / Equity – კომპანიის საკუთრების წილი, რომელიც აქციონერებს ეკუთვნით კომპანიის ვალდებულებების გამოკლებით.
- ვოლატილობა / Volatility – ფასის ცვალებადობის ხარისხი, რომელიც აჩვენებს, რამდენად მერყეობს აქტივის ღირებულება დროთა განმავლობაში.
- ზარალი / Loss – სიტუაცია, როდესაც ინვესტიცია ან ტრეიდინგ ოპერაცია მთავრდება უარყოფითი შედეგით და ინვესტორი კარგავს კაპიტალს.
- ლიკვიდურობა / Liquidity – აქტივის სწრაფად და მარტივად ფულად გადაქცევის შესაძლებლობა, ფასზე მნიშვნელოვან გავლენის გარეშე.
- ლევერიჯი / Leverage – სასესხო კაპიტალის გამოყენება უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციის ან ტრეიდის განსახორციელებლად.
- მარჟა / Margin – თანხა, რომელსაც ტრეიდერი დებს გარიგებაში, როგორც თავდებად გამოყენებული კაპიტალი.
სრულ სტატიას გაეცანით მარტის გამოცემაში