2025 წლის პირველ კვარტალში კრიპტო სამყაროში პროცესები სწრაფად და ხმაურიანად მიმდინარეობს რაც მსოფლიო მაშტაბით ბლოკჩეინ სივრცის ცნობადობას საგრნობლად ამაღლებს. საინტერესო სტატისტიკაა, რომ ინტერნეტს 100 მილიონი მომხმარებლიდან 1 მილიარდ მომხმარებელზე ასასვლელად 7 წელი დასჭრირდა, კრიპტოს კი 4 წელი. ასევე 2024 წელს ფულადი გადარიცხვების მოცულობებით კომპანია ვიზას (VISA) საშუალებით, 234 მილიარდი ამერიკული დოლარის ტრანსაქციები განხორციელდა, ხოლო კრიპტოს გამოყენებით გაგზავნილი სტაბილური მონეტების მოცულობებმა 3 ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს ორი სტატისტიკა მყარ ფუნდამენტურ მიზეზს გვაძლევს იმისა, რომ კრიპტოსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ადაპტაცია რეალურ სამყაროში იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებს ამის მოლოდინები ჰქონდათ.
უდიდესმა საინვესტიციო და აქტივების მმართველმა ფონდებმა გასულ თვეში მიმართეს ამერიკის ფასიანი ქაღალდების გაცვლის კომისიას იმის თაობაზე, რომ მოახდინონ სხვა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაციის პროცესის დაწყება. შესაბამისად მიმდინარე სტატიაში განხილული იქნება ის კრიპტო პროექტები, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ აქტივების ტოკენიზაციის პროცესში და მათი დატვირთვა და შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდოს.
მიმდინარე სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი კვლევებისა და ანალიზის დაყრდნობით განახორციელეთ.
- Ondo Finance (სავაჭრო აბრევიატურა: $ONDO)

ონდო წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს პლატფორმას დეცენტრალიზებული ფინანსების სამყაროში. იგი იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფიზიკურ ბაზრებზე არსებული აქტივების ტოკენიზაციისთვის და ამარტივებს მათი ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრას. პლატფორმა მიზნად ისახავს, ინსტიტუციონალური დონის ფინანსური პროდუქტების გაციფრულებას და მათი ფართო მასებისთვის გამარტივებული სახით შეთავაზებას.
პროექტის ბიზნეს მოდელი იდეალურ თანხვედრაშია იმ უდიდესი საინვესტიციო ფონდების ხედვასთან, რომლებსაც სურთ საკუთარი აქტივების გაციფრულება.
პროექტის ძირითადი მახასიათებლები:
- ონდო აკონვერტირებს ობლიგაციებს, აქციებს და სხვა ფასიან ქაღალდებს ტოკენებად, რაც ხელს უწყობს პროცესების გამარტივებას და ინვესტორების სპექტრის გაფართოებას.
- ბლოკჩინ ინტეგრაცია: ბლოკჩეინის, როგორც შუამავალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ონდო უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის უწყვეტ დინებას ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეობის პროცესსაც ამარტივებს.
სრულ სტატიას გაეცანით მარტის გამოცემაში
-
დეკემბრის გამოცემა 2024
12,00 ₾ -
იანვრის გამოცემა 2025
12,00 ₾ -
მარტის გამოცემა 2025
12,00 ₾










