კრიპტო სამყარო თვიდან თვემდე უფრო და უფრო პოპულარული და ხშირად განხილვადი თემა ხდება თანამედროვე ფინანსურ სამყაროში: ტრამპის ინაუგურაცია და მისი დამოკიდებულება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე; ინსტიტუციონალური ფულადი ნაკადების შესლა ბირჟაზე მოვაჭრე ფონდების (ETF) მეშვეობით; ბანკებისა და ფინანსური მომსახურების მქონე კომპანიების აქტიური პარტნიორობები კრიპტო სამყაროსთან; ფასიანი ქაღალდების გაცვლის კომისიის პრეზიდედნტის – გარი გენსლერის გადადგომა და სხვა უამრავ საინტერესო დიალოგს ყოველდღიურად წააყწდებით მსოფლიოში ლიდერი მედიების ეკრანებსა თუ საიტებზე. თუმცა ბაზარს კორექციისა და დროებითი ფასების ვარდნისგან ამგვარი სიახლეებიც კი ვერ აზღვწვეს. ამგვარი მოძრაობები კი კარგ საშუალებას იძლევა, რომ ფუნდამენტალურად ძლიერ პროექტებში კარგ საბაზრო ფასზე მოვახერხოთ ინვესტიცია.

დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაწყებული მცირე კორექცია გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით:
- დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მცირე ხნით მაინც არის ინვესტორებისთვის გადაუწყვეტელობისა და სიფრთხილის მომენტი. მათ ურჩევნიათ, საკუთარი საინვესტიციო რესურსები ნაკლებად რისკიან დროს დააბანდონ აქტივებში. ამიტომ შესყიდვების ფულადი ნაკადები დროებით დაეცა.
- ალტქოინების ბაზრებზე დეკემბერ-იანვარში მიმდინარეობდა დიდი რაოდენობით ცირკულარულური მონეტების ზრდა. ეს პროცესი კრიპტო სამყაროში Unlocking – ის სახელით არის ცნობილი და განსაკუთრებით დიდი მოცულობებით ეთერიუმის პირველი შრის (L1), გეიმინგ და რეალური სამყაროს აქტივების (RWA) სექტორებში დაიტვირთა.
ახლა კი განვიხილოთ კრიპტო პროექტები, რომლებიც თებერვალში განსაკუთრებული ფუნდამენტური სიძლიერით გამოირჩევიან.
სრულ სტატიას გაეცანით თებერვლის გამოცემაში