ტოპ 3 კრიპტოვალუტა იანვრისთვის

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მატულობს საზოგადო ინტერესი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისადმი. 2024 წლის მეოთხე კვარტალი ნამდვილად ხარების პერიოდია: ფასები სტაბილურად და სწრაფი ტემპით მატულობს; ახალ-ახალი რეკორდულ სიმაღლეებს ყოველდღე აღწევენ სხვადასხვა პროექტები; ბირჟებზე მოვაჭრე ფონდებში (ETF), რომლებიც კრიპტო აქტივებითაა გამყარებული, მრავალმილიონიანი ყიდვის მოცულობები შედის, ხოლო საერთაშორისო კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში მოღვაწენი, დეცენტრალიზებული ფინანსების სერვისებს (DE-FI) ინტეგრირებას სწრაფი ტემპით ახდენენ და აფორმებენ პარტნიორობას ბლოკჩეინის ბაზაზე დაფუძნებულ პროექტებთან.

ყველა მაკრო ფაქტორი იმაზე მიუთითებს, რომ კრიპტო სექტორის ადაპტაცია რეალურ სამყაროსთან ისტორიული სისწრაფით მიმდინარეობს და საზოგადოებრივი ნდობაც მატულობს.

ყველაფერთან ერთად, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის ფონდი აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს კრიპტო აქტივებში. 9 დეკემბრის კვირაში საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ტრამპებმა მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს Chainlink-ში (სავაჭრო აბრევიატურა $LINK) და AAVE-ში (სავაჭრო აბრევიატურა $AAVE), რაც მთლიანი კრიპტო და ბლოკჩეინ სექტორისთვის კარგი სიახლეა.

ახლა კი შემოგთავაზებთ იანვრის თვისთვის ტოპ სამ საინვესტიციო პროექტს. სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

  1.  ეთერიუმი (სავაჭრო აბრევიატურა $ETH)

ეთერიუმი არის საბაზრო კაპიტალიზაციით $472 მილიარდით მეორე კრიპტოვალუტა, რომელიც ვიტალიკ ბუტერინმა შექმნა 2015 წელს. ეთერიუმი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ პლატფორმას, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან დეცენტრალიზებული აპლიკაციები (Dapps) და გაუშვან ჭკვიანი კონტრაქტები (Smart Contracts). ამავდროულად, პლატფორმა მთელ კრიპტო სივრცეს აძლევს შესაძლებლობას, ფასეულობა ერთი ლოკაციიდან მეორეზე სწრაფად და უსაფრთხოდ გადააგზავნოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმს ყოველთვის ჰქონდა მაღალი სატრანზაქციო საკომისიო, იგი მაინც ლიდერობს ტრანზაქციების მოცულობით. 2022 წელს ETHEREUM 2.0 განახლებამ პლატფორმა გადაიყვანა POW (Proof of Work) მოდელიდან POS-ზე (Proof of Stake), რაც დღეს ამცირებს ტრანზაქციების ხარჯებს და აჩქარებს პროცესებს. ამ ცვლილებამ უფრო მეტი მიზეზი მისცა მომხმარებლებს ეთერიუმის გამოყენებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზრის ტოპ 100 პროექტიდან 40%-ზე მეტი დაშენებულია ეთერიუმის პლატფორმაზე. ეს ადასტურებს მის სტაბილურობას, სანდოობასა და ეფექტურობას, რაც ეთერიუმს კრიპტოვალუტების სამყაროში ერთ-ერთ უმთავრეს აქტივად აქცევს.

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, ეთერიუმს იანვარში მიმზიდველ აქტივად აქცევს ბაზრის ციკლის მიმდინარეობა. ციკლის ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო დომინაცია კლებას იწყებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბიტკოინიდან მიღებული მოგებები ნელ-ნელა ნაწილდება ალტერნატიულ მონეტებზე.

ეთერიუმის დომინაცია ბიტკოინთან შედარებით მატულობს და $4100 ნიშნულის შემდეგ, ტექნიკური ანალიზის მიხედვით, რეალური წინაღობები ჩარტებზე აღარ ჩანს. რაც შეეხება ეთერიუმის ბირჟაზე მოვაჭრე ფონდებს (ETF), მათში რეკორდულად დიდი მოცულობის თანხები შედის ინსტიტუციური ინვესტორებისგან.

ამიტომ, იანვრის თვეში ეთერიუმის ფლობა აუცილებელია, თუ თქვენ ხართ კრიპტოვალუტის ენთუზიასტი და განიხილავთ აქტიური ინვესტირების შესაძლებლობებს.

სრულ სტატიას გაეცანით იანვრის გამოცემაში.

Shares:
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *