ევროპული ეკონომიკური გრძნობის ინდექსი (ESI)

ევროპული ESI წარმოადგენს კომპოზიციურ ინდექსს, რომელიც ასახავს ეკონომიკურ განწყობას ევროზონაში. ინდექსი ყოველთვიურად განახლდება და მოიცავს ხუთ ძირითად კომპონენტს: სამრეწველო, მომსახურების, მომხმარებელთა, საცალო და სამშენებლო სექტორებს. ESI წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიზნესისა და კერძო სექტორის მოსალოდნელი ხარჯვითი ცვლილებების პროგნოზირებისთვის.

ევროპული ESI და მისი შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფს ეფექტურ მექანიზმს სავარაუდო ეკონომიკური ზრდის ან რეცესიის გასაანალიზებლად, როგორც მთლიანად ევროპის მასშტაბით, ასევე ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში.

ISM ინდექსებისგან განსხვავებით, ESI არ იყენებს კონკრეტულ ზღვრულ დონეს, რომლის ზემოთ ან ქვემოთ შეიძლება მკაფიოდ განისაზღვროს ეკონომიკის ზრდა ან კლება. ნაცვლად ამისა, ინდექსი იყენებს გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 100 ქულით და სტანდარტულ გადახრას 10 ქულით. როდესაც ინდექსი აღემატება ამ დონეს და აგრძელებს ზრდას, ეს მიუთითებს ევროპული ეკონომიკის სიძლიერეზე. თუ ინდექსი გრძელვადიანი საშუალო ხაზის ქვემოთაა და კვლავ ეცემა, ეს შესაძლო რეცესიის მანიშნებელია.

გრძელვადიან საშუალოზე მაღალი, მაგრამ კლებადი მაჩვენებელი (განსაკუთრებით ისტორიული მაქსიმუმების მახლობლად) შეიძლება მიუთითებდეს მშპ-ს ზრდის შენელებაზე. ხოლო საშუალო ხაზის ქვემოთ მყოფი, მაგრამ მზარდი მაჩვენებელი (განსაკუთრებით ისტორიული მინიმუმების ზონაში) შეიძლება მიანიშნებდეს მშპ-ს გაჯანსაღებასა და აღდგენაზე.

ამჟამად ინდექსი გრძელვადიან საშუალოზე დაბალ, 96.3 პუნქტის დონეზე იმყოფება, რაც მიანიშნებს ბიზნესის ნაკლებ ოპტიმისტურ განწყობაზე ევროკავშირის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივების მიმართ. ამავდროულად, ამერიკის PMI-სგან განსხვავებით, აღსანიშნავია რომ ESI იმყოფება სწრაფად მერყევ ზონაში, საიდანაც წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა როგორც სწრაფი აღმასვლა, ისე დაღმასვლა, რაც მიუთითებს ევროზონაში არსებულ შედარებით არასტაბილურ ეკონომიკურ ფონზე. ეს მდგომარეობა აისახება ევროპული ბირჟების მდორე ზრდაში.

სტატიის ავტორი: კოსტა წულაძე, მალხაზ თურმანიძე
ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსები

სრულ სტატიას გაეცანით დეკემბრის გამოცემაში.

Shares:
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *