FrontView REIT, ინვესტირებას ახორციელებს უძრავ ქონებაში, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე, მაღალი ტრაფიკის გზების მიმდებარედ. FrontView REIT, Inc. შეისყიდის, ფლობს, იჯარას და მენეჯმენტს იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში, რომლებიც წმინდა იჯარით არის გაცემული მოიჯარეების ჯგუფზე. ის თავის მომსახურებას სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის საავტომობილო მაღაზიებს და დილერებს, სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროვაიდერებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ზოგად საცალო ვაჭრობას, ტელეკომუნიკაციების მაღაზიებს, ბენზინგასამართ სადგურებს, აფთიაქებსა და მანქანის სამრეცხაოებს. კომპანია დააარსა სტივენ პრესტონმა 2016 წელს და სათაო ოფისი მდებარეობს დალასში, ტეხასის შტატში.

კომპანიამ $250 მილიონი ღირებულების აქციები პირველად საჯარო შეთავაზებაზე წარადგინა 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ამერიკის სავაჭრო სესიის გახსნისას. ვაჭრობა დაიწყო $18.30-დან და $19-მდე გაიზარდა აქციების ღირებულება. სულ საფონდო ბირჟაზე გამოტანილია 13.2 მილიონი კომპანიის აქციები და მათ შეძლეს ფასების სტაბილურად შენარჩუნება IPO-ს წარმატებით გასვლის ეტაპზე. კომპანიის შემოსავლები 30 მილიონ დოლარამდეა, ხოლო საერთო აქტივების ღირებულება 745 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მათი მთლიანი ვალდებულებების ღირებულება 455 მილიონ დოლარს აჭარბებს და აქციონერების აქტივები 186 მილიონ დოლარად არის შეფასებული. FrontView REIT უკვე ივაჭრება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. სიმბოლო “NYSE: FVR”

სრულ სტატიას გაეცანით ნოემბრის გამოცემაში.

Shares: