ილონ მასკის ღონისძიება „We,
Robot “2024 წლის 10 ოქტომბერს
გამორჩეული ინტერესი გამოიწვია
და ნამდვილად ტექნოლოგიური
სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.
მასკმა ღონისძიებაზე წარადგინა
Tesla-ს უახლესი ინოვაციები:
ავტომატიზებული სატრანსპორტო
საშუალებები, სახელწოდებით
Cybercab და Robovan. Cybercab არის
სრულიად ახალი კონცეფციის
კონცეფციის ავტომობილი, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის
მომსახურების გასაუმჯობესებლად შეიქმნა, ხოლო Robovan უფრო
მასიური ხალხის გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომატიზებული
ფურგონი/ავტობუსია.
პრეზენტაციისას, ილონ მასკმა ხაზი გაუსვა ავტომატიზირებული
მანქანების უდიდეს პოტენციალს, განსაკუთრებით ტრანსპორტის
უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სისუფთავის გაუმჯობესების კუთხით.
მან განაცხადა, რომ Tesla-ს ეს ახალი მოდელები მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას
და ხელს შეუწყობენ გამონაბოლქვის შემცირებას.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი
ადევნებდა თვალს, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი
ინტერესია Tesla-ს ინოვაციების მიმართ. თუმცა, ღონისძიებამ კამათიც
გამოიწვია: Alcon Entertainment-მა Tesla-ს წინააღმდეგ საავტორო
უფლებების დარღვევის სარჩელი შეიტანა. კომპანიის მტკიცებით, Tesla-
მ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი,
რომელიც, მათი აზრით, გარკვეულწილად ჰგავს ფილმ „Blade Runner
2049“-ს.

 

სრულ სტატიას გაეცანით ნოემბრის გამოცემაში.

Shares:
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *