ამ სტატიაში განვიხილავთ აშშ-ის ეკონომიკის მაკროეკონომიკურ
მაჩვენებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან
ბაზრის სამომავლო მიმართულებებზე. ანალიზის მიზანია, ინვესტორებს
დაეხმაროს უკეთ შეაფასონ ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და
შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ. ამერიკის
ეკონომიკა, როგორც ყველაზე გავლენიანი გლობალურად,
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე,
რაც მის ანალიზს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის.
წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები: ISM და PMI/NMI ინდექსები
ISM (Institute for Supply Management) ინდექსი მოიცავს PMI (Manufacturing
Index) და NMI (Non-Manufacturing Index) მაჩვენებლებს, რომლებიც
პირველადი ინდიკატორებია ეკონომიკური ზრდის ტენდენციებისგასაგებად. თუ PMI და NMI 50 პუნქტზე მაღლაა, ეს მიანიშნებს ეკონომიკის
ზრდის მაღალი ალბათობაზე მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში. თუ
ინდექსები 50 პუნქტზე დაბლაა, არსებობს რეცესიის რისკი.
2024 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, PMI 57.3-დან 59.4-მდე
გაიზარდა, რაც პოზიტიურ სიგნალს გვაძლევს ბიზნესის განწყობის
შესახებ. თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებლები შეიძლება ეკონომიკური
ზრდის შენელებაზე მიანიშნებდეს. ანალოგიურად, NMI-ც 57.3-დან 59.4-
მდე გაიზარდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სერვისების სექტორიც ზრდის
მოლოდინშია. ორივე ინდექსი შეერთებული შტატების ეკონომიკის
გაძლიერებაზე მიანიშნებს, თუმცა მომდევნო თვეებში ამ მაჩვენებლების
განვითარების თვალყურის დევნება მნიშვნელოვანია.
სრულ სტატიას გაეცანით ნოემბრის გამოცემაში.