Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

გადარჩენისთვის დაწყებული ბრძოლა 25 წლის წინ, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბებით დასრულდა – ირმა დაუშვილის ბიზნეს ისტორია

27 -28 წლის წინმაშინ, როცა ჩვენ ბიზნესი დავიწყეთ 90 –იან წლებში, ძნელად თუ დაარქმევდით ამ პერიოდს  იდეის ბიზნესად ქცევის რეალობასეს უფრო იყო ბრძოლა გადარჩენისთვისამბობს ირმა დაუშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ერთერთი წარმატებული კომპანიისდიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

ირმა იხსენებს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლის პირობებში საკუთარი შესაძლებლობების ახლიდან აღმოჩენა გახდა საჭირო და სწორედ ასე გაჩნდადიო“ 25 წლის წინ, რომელმაც ქვეყანაში ჟალუზების კულტურის ტრადიცია დაამკვიდრა და დღეს 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

ირმა დაუშვილი ახლა კიდევ ერთ ახალ პროექტზე მუშაობს და სულ მალე, კიდევ ერთი იდეა იქცევა ბიზნესად.

 „ახლა მაქვს საშუალება იდეა ბიზნესად ვაქციო და ასეთია ჩვენი ახალი პროექტი ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი, რომელიც ვფიქრობ, ერთერთი საინტერესო პროექტი  იქნება, რადგან იგი უნიკალურია ბაზარზე. ცენტრი შესთავაზებს  მომხმარებელს,  თანამედროვე აპარატურის მეშვეობით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ძველი ტრადიციული  ფიტო – თერაპიულ მკურნალობას,

ბუნებრივ გოგირდოვანი წყლის პროცედურებთან ერთად,“- ამბობს ირმა დაუშვილი.

წლების განმავლობაში ლავირება იყო ის უნარი, რომელიც ბიზნესში სასურველი შედეგის მისაღწევაში ეხმარებოდა, რადგან როგორც თავად ამბობს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სტაბილურობის თვალსაზრისით,  პროგნოზი ბიზნესშიც ამინდის პროგნოზსს ჰგავს და ყოველთვის არ მართლდება, სწორედ ამიტომ, ლავირების უნარი ხშირად გადამწყვეტია.

ლავირების უნარის მქონე კომპანიები ყოველთვის ვახერხებთ, რომ სასურველ შედეგამდე მივიყვანოთ ჩვენი საქმიანობა. ზუსტად ისევე, როგორც სამოგზაუროდ წასვლის წინ აწყობ ყველა ამინდზე გათვლილ სამოსს, ალბათ, ბიზნესშიც ყოველთვის, ყველანაირი შედეგისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად,“- ამბობს ირმა დაუშვილი.

ინტუიცია და ალღო ის გამორჩეული უნარია, რომელიც ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებულად გჭირდება, თუმცა, ცოდნისა და გამოცდილებისგან განყენებულად არც ინტუიცია იგულისხმება და არც ალღო, როგორც ირმა დაუშვილი აღნიშნავს, ის მიღებული გამოცდილების ანალიზის შედეგად ვითარდება.

ინვესტიცია განვითარების ერთადერთი გზაა, მის გარეშე  სიახლეების შემოტანა და დანერგვა  ბიზნესში შეუძლებელია. თუ არ განვითარდი, მუდმივად არ ჩაატარე კვლევა, არ გააკეთე ორიენტაცია სიახლეებზე, გაზრდილი კონკურენცია არ დაგინდობს და სამწუხაროდ ეს, შესაძლოა, წარუმატებლობის საწინდარი გახდეს. ხოლო სად, როდის და რა მოცულობის ინვესტიაცია გააკეთო, ინტუიციის გამორჩეული უნარია. ეს ალღო ხშირად განვლილი შედეგების ანალიზს მოჰყვება და დამოკიდებულია ადამიანის წარმოსახვასა და რაციონალური მარცვლის დანახვის უნარშისპონტანური გადაწყვეტილებები კი ხშირად გამოუვალ სიტუაციაში ან კრიზისის დროს გარდაუვალია, ისე როგორც ვცხოვრობთ თითქმის ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე,“- აღნიშნავს ირმა დაუშვილი.

ზომიერების და ბალანსის შენარჩუნება და ფინანსების მუდმივი კონტროლიეს ირმა დაუშვილის მთავარი რეკომენდაციაა – „საბრუნავი კაპიტალი ხელუხლებელი აქტივი უნდა იყოს, რომელსაც სხვა დანიშნულებისთვის არასდროს გამოიყენებ,“- ამბობს ირმა დაუშვილი.

მომავლის ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გაციფროვნებულ მსოფლიოში კრიპტოვალუტა ნამდვილად მომავალია, რომელიც დღევანდელი აქტიური ციფრული სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცევა.  „სულ მალე, ალბათ, უმეტესწილად მიმოქცევა სწორედ ამ ვალუტით იქნება და საქართველოც ადაპტირდება ამ ტენდენციით, რადგან კრიპტოვალუტა შეუჩერებელი ტემპით მიიწევს წინ,“- ამბობს ირმა დაუშვილი. რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, როგორც ირმა დაუშვილი ამბობს,  სავალუტო ბაზრის მუდმივი არასტაბილურობა ბიზნესის წნევის ბარომეტრია. მსოფლიო ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საფონდო ბირჟა, კომპანიებისთვის ერთგვარი წარმატების საზომია და სამწუხაროა, რომ საქართველოში  ეს მიმართულება ჯერ კიდევ განვითარებას საჭიროებს.

Share This Post

Like This Post

1

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40

რჩეული სტატიები