Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

რისკისა და პროგნოზების გარეშე არაფერი გამოდის, თუმცა, სანამ გადაწყვეტ, რისკი გასწიო, ნებისმიერი შედეგისთვს წინასწარ უნდა იყო მზად, რისკების სწორი შეფასებაა აუცილებელი – ნინო კობახიძე

10 წლის წინ ქვეყანაში პირველი საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო კომპანია  „გრას სავუა“ გამოჩნდა, შემდგომ კი „გრას ვილისმა“ შეიძინა.  კომპანია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა, საქართველოში ნინო კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და დღეს ის ბაზარზე უპირობო ლიდერია. „ვილის თაუერს ვოტსონი“-ს საქართველოს წარმომადგენლობა ნინო კობახიძის პირველი დამოუკიდებელი ბიზნესია, რომელშიც როგორც დამფუძნებელმა შეაბიჯა. შემდეგ იყო კომპანია BENEFITS,  რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ სადაზღვევო კომპანია GLOBAL BENEFITS  GROUP- თან ერთად შექმნა და პრაქტიკულად საქართველოში არსებული სადაზღვევო სფერო სრულიად ახალ რეალობაში გადაიყვანა.

რისკი და პროგნოზი – ეს ის ორი კომპონენტია, რომელიც 10 წელია ნინო კობახიძის ბიზნეს საქმიანობას თან სდევს. როგორც თავად ამბობს, გამოცდილებამ ასწავლა, რომ არც რისკის გაწევის გარეშე გამოდის რაიმე და პროგნოზის გარეშეც შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ რისკების სწორად შეფასებაა, რათა ნებისმიერი შედეგი წინასწარ გქონდეს პროგნოზირებული.

„რისკების შესწავლა არის სწორედ ის საქმე, რაშიც შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილებამ პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სადაზღვევო საქმიანობა ხომ  რისკ-ფაქტორების მართვას გულისხმობს და მრავალწლიანმა მუშაობამ აღნიშნულ სფეროში მიმიყვანა დასკვნამდე − რისკისა და პროგნოზების გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა, სანამ გადაწყვეტ, ის გასწიო, ნებისმიერი შედეგისთვისაც წინასწარ მზად უნდა იყო. რასაკვირველია, როცა რისკის გაწევის საჭიროებაზე ვსაუბრობ, გაუთვითცნობიერებელ რისკს არ ვგულისხმობ. რისკ-ფაქტორების აწონ-დაწონა და რისკებთან ერთად, სწორი პროგნოზების გაკეთებაა აუცილებელი. როდესაც ახალი იდეა ჩნდება, რისკ-ფაქტორები უნდა შეაფასო, შემდეგ ენდო შენს ინსტინქტს და გარისკო,“- ამბობს ნინო კობახიძე.

ინსტინქტი, რომელზეც ნინო კობახიძე საუბრობს, რისკების შეფასებისგან განყენებულად არ არსებობს და ის წლების მუშაობისა და გამოცდილების შედეგია, რომელიც  ახალი ინვესტიციების გაწევის სწორ მიმართულებას გკარნახობს.

„ინვესტიციის მოძიებისას უნდა გაითვალისწინო როგორც ადგილობრივი ბაზარი, ასევე საერთაშორისო დონორი კომპანიების მხარდაჭერის პროგრამები. მთავარი რეკომენდაცია რისკების სწორი ანალიტიკა და ამის საფუძველზე ისეთი ფინანსური პროდუქტის შექმნაა, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის არის მისაღები და მეორე მხრივ, კომპანიის სტაბილურ განვითარებას  ხელს უწყობს,“- აღნიშნავს ნინო კობახიძე.

ქვეყანაში ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის ნინო კობახიძის აზრით, საფონდო ბირჟებისა და სავალუტო ბაზრის შესახებ ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია.

„საფონდო ბირჟა ეს არის საჯარო ვაჭრობის ინსტიტუტი, სადაც შესაძლებლობა გაქვს მოიზიდო ინვესტიცია, განათავსო ფასიანი ქაღალდი, გაზარდო შენი ფინანსური შემოსავლები. თუ გვინდა, რომ ქართული ბიზნესიც განვითარდეს და უცხოელმაც თავისი  ინვესტიციების დასაყრდენ ადგილად ჩაგვთვალოს, ყველა შემთვევაში, უნდა დავიწყოთ მცირე კაპიტალის ბაზრის განვითარება. არსებული ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები და ახლა უკვე საპენსიო ფონდი ამის შესაძლებლობას იძლევა,“- აღნიშნავს ნინო კობახიძე. რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას კრიპტობაზართან მიმართებით, კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით ნელ-ნელა ადაპტირდება. 

Share This Post

Like This Post

0

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40

რჩეული სტატიები