Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

სავალუტო ბაზრის ანალიზი

ოქრო  დღიური მასშტაბი

ოქროზე დღიურ მაშტაბზე გვაქვს დაღმავალი ტენდენციის კორექცია. დაღმავალი ტენდენცია დაიწყო 2020 წლის 7 აგვისტოს 2072.75 ნიშნულიდან, რომელიც ჩამოყალიბდა წინაღობის ზონად. მიმდინარე წლის 8 მარტს და 21 მარტს ფასმა გაიკეთა ორმაგი მინიმუმი და ჩამოაყალიბა ე.წ. W ფორმის მოდელი. 9 აგვისტოს მოხდა ამ ორმაგი მინიმუმის ცრუ გარღვევა რაც ბაზრის შემოტრიალების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამ მომენტში გვაქვს დაღმავალი ტენდენციის კორექცია აღმავალი მიმართულებით. უახლოესი წინაღობის დონე რომელსაც ფასი 70% ალბათობით გატესტავს არის 1834.82 ნიშნული. თუ მოხდება ფასის გამყარება ამ ნიშნულის ზემოთ მაშინ მოსალოდნელია აღმავალი ტენდენცია, შემდეგი წინაღობის დონისკენ 1918.01 ნიშნულისკენ, იქვე არის შემდეგი წინაღობის დონე 1965.54 ნიშნულზე, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიბონაჩის 161,8% -ის დონე იმყოფება 1992.95 ნიშნულზე რომელსაც ფასი ხშირად ტესტავს.

ალტერნატიული სცენარი არის დაღმავალი ტენდენციის განვითარება ეს მოხდება თუ ფასი გაარღვევს და  გამყარდება 1764.01 ნიშნულის ქვემოთ. მაშინ დიდი ალბათობით ფასი გატესტავს საყრდენ ზონას 1662.94 ნიშნულს.

ოქრო ოთხ საათიანი დროის გრაფიკი

 

ოთხ საათიანი დროის მაშტაბში ოქრო იმყოფება კორექციაში წინაღობის ზონა არის 1826.56 ÷1836.41 ნიშნულებს შორის, ხოლო საყრდენი ზონა არის 1732.73 ÷1720.57 ნიშნულებს შორის. 70% ალბათობით ფასი გატესტავს 1826.56 ნიშნულს იქვე არის ფიბონაჩის 161,8 %-ის დონე. ალტერნატიული სცენარი არის თუ ფასი გაარღვევს უახლოეს საყრდენ იმპულსურ დონეს 1758.81 ნიშნულს და გამყარდება მის ქვემოთ მაშინ მოსალოდნელია დაღმავალი ტენდენცია საყრდენ ზონისაკენ რომელიც არის 1732.73÷1720.57 ნიშნულებს შორის.

ნავთობი  სიმბოლო WTI

 კვირეული დროის მაშტაბი

ნავთობზე კვირეულ მაშტაბზე გვაქვს აღმავალი ტრენდი.  2021 წლის 4 ოქტომბერს ფასმა გაარღვია 2018 წლის 1 ოქტომბრის წინარობის ზონა 77.618 ნიშნული, რომელიც გარდაიქმნა საყრდენ ზონად. ნოემბრის თვეში მოსალოდნელია კორექცია ფასმა შეიძლება გატესტოს 77.213 ნიშნული, რომლის შემდეგ დიდი ალბათობით გაგრძელდება აღმავალი ტრენდი შემდეგი წინაღობის დონისკენ 98.714 ნიშნულისკენ. ალტერნატიული სცენარი არის დაღმავალი ტენდენციის განვითარება ეს მოხდება თუ ფასი გაარღვევს და გამყარდება 77.213 ნიშნულის ქვემოთ, მაშინ ფასი გატესტავს საყრედენ ზონას 62.242 ნიშნულს.

ნავთობი დღიური გრაფიკი

დღიური დროის მასტაბზე კარგად ჩანს ფასის მოძრაობა აღმავალ არხში. ფასმა გატესტა ფიბონაჩის 200.0% -ის დონე 85.709 ნიშნული და აისხლიტა ქვემოთ უახლოესი საყრდენი დონეებია 81.714 და 76.921 ნიშნულები, თუ მოხდება ფასის გამყარება 85.709 ნიშნულის ზემოთ შემდეგი სამიზნე დონეა 91.101 ნიშნული.

EURUSD დღიური გრაფიკი

EURUSD წყვილის დღიურ გრაფიკზე გვაქვს დაღმავალი ტენდენცია 29 ოქტომბერს ფასმა გატესტა იმპულსური საყრდენი ზონა რეტესტით 1.16806 ნიშნული და აისხლიტა ქვემოთ, უახლოესი საყრდენი ზონაა 1.14634 ნიშნული, რომელსაც ფასი დიდი ალბათობით გატესტავს. თუ მოხდება ამ ზონის გარღვევა და ფასის გამყარება ამ ზონის ქვემოთ მაშინ 70% ალბათობით მოსალოდნელია დაღმავალი ტენდენციის გაგრძელება შემდეგ საყრდენ დონემდე 1.1220 ნიშნულამდე, რომელიც ემთხვევა ფიბონაჩის 261.8%-ის დონეს. უახლოესი წინაღობის დონეა 1.19036 ნიშნული ამ ნიშნულისკენ ფასის მოძრაობას განვიხილავ, როდესაც მოხდება 1.16806 ნიშნულის ზემოთ გარღვევა და გამყარება, ასევე ნახაზზე კარგად ჩანს ფასის მოძრაობა დაღმავალ არხში. არხის ზედა ხაზის არღვევა გვაჩვენებს აღმავალი ტენდენციის დაწყებას.

EURUSD ოთხსაათიანი დროის გრაფიკი

EURUSD ოთხსაათიანი დროის გრაფიკზე კარგად ჩანს სელზე შესვლის ადგილი, როდესაც ფასი შეეხო აღმავალი ტრენდის ხაზს მე-3 წერტილში 1.16955 ნიშნული (ისარი გრაფიკზე), შემდეგ ეს დონე ჩამოყალიბდა მიმდინარე წინაღობის დონედ. 29 ოქტომბერს ფასმა გატესტა უახლოესი საყრდენი ზონა 1.15292 ნიშნული. თუ მოხდება ამ საყრდენი ზონის გარღვევა, მაშინ გაგრძელდება დაღმავალი ტენდენცია ფიბონაჩის 161.8 %-მდე ან/და 200.0%-მდე, რომელიც არის შესაბამისად 1.14890 და 1.14273 ნიშნულები. ამ ნიშნულებიდან დიდი ალბათობით მოსალოდნელია აღმავალი კორექცია 1.16955 ნიშნულისკენ. შემდეგი წინაღობის ზონაა 1.17471 და 1.18296 ნიშნულები.

GBPUSD დღიური გრაფიკი

GBPUSD წყვილის დღიურ გრაფიკზე გვაქვს დაღმავალი ტენდენცია ფასი მოძრაობს დაღმავალ არხში. ოქტომბრის ბოლო კვირაში ფასმა რამოდენიმეჯერ გატესტა წინაღობის ზონა 1.38342 ნიშნული და ვერ შეძლო მისი გარღვევა და თვის ბოლო სამუშაო დღეს მოხდა იმპულსური ვარდნა. დიდი ალბათობით ფასი გატესტავს (Point of control) POC -ის 1,36240 ნიშნულს, რომელიც არის ჰორიზონტალური მოცულობის დონე. თუ მოდხება ამ ნიშნულის გარღვევა მაშინ გაგრძელდება დაღმავალი ტენდენცია შემდეგ საყრდენ ზონამდე 1.34025 ნიშნულამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება აღმავალი ტენდენცია 1.38342 ნიშნულისკენ. ამ ნიშნულის ზემოთ გარღვევა დიდი ალბათობით ნიშნავს აღმავალ ტენდენციას შემდეგი წინაღობის ზონისკენ 1.39954 ნიშნულისკენ.

GBPUSD ოთხსაათიანი დროის გრაფიკი

GBPUSD ოთხსაათიანი დროის მაშტაბზე კარგად ჩანს ფასმა ოქტომბრის ბოლო კვირაში გატესტა 1.38337 POC -ის ნიშნული და აისხლიტა ქვემოთ. ნომბრის დასაწყისში მოსალოდნელია ფასმა გატესტოს იმპულსური დონე 1,37184 ნიშნული და შემდგომ გააგრძელოს დაღმავალი მოძრაობა ქვედა POC -ის დონემდე 1.35847 ნიშნულამდე. თუ მოხდება ამ ნიშნულის გარღვევა მაშინ მოძრაობა გაგრძელდება ქვედა საყრდენ დონემდე 1.34091 ნიშნულამდე.

ალტერტანიული სცენარია თუ ფასი გამყარდება 1.38337 ნიშნულის ზემოთ დიდი ალბათობით განვითარდება აღმავალი ტენდენცია შემდეგი წინაღობის დონემდე 1.39150 და 1.39567 ნიშნულები.

აღნიშნული სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

Share This Post

Like This Post

0

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40

რჩეული სტატიები