Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

ნოემბრის IPO კომპანია

Enfusion – ეს არის სწრაფად მზარდი, საინვესტიციო ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური მიმწოდებელი, რომელიც მუშაობს ინვესტიციების მენეჯმენტის გარდაქმნაზე.

ძირითადი მიზანია აღმოიფხვრას ტექნოლოგიური და ინფორმაციული ბარიერები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე დიდ ჰეჯ-ფონდებს, თამამად მიიღონ ესა თუ ის საინვესტიციო გადაწყვეტილება რეალურ დროში. ისინი ამარტივებენ საინვესტიციო და ოპერატიულ პროცესებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების და ინფორმაციული წყაროების შერწყმით, რაც საბოლოოდ გვაძლევს ერთიან სანდო ინფორმაციულ ბირთვს. უფრო ეფექტურს ხდის კლიენტების ერთმანეთთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას მთელი საინვესტიციო ციკლის განმავლობაში. კომპანიის მთლიანი საქმიანობა გათვლილია კლიენტებთან დადებით გრძელვადიან ურთიერთობებზე, ეს ხდება მათთვის დროის დაზოგვით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმისას და ამით სამომავლოდ ეფექტური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებით, ახალ ბაზრებზე გათვითცნობიერებულად მოღვაწეობის საშუალების მიცემით და პორტფოლიოს მაქსიმალურად მომგებიანი სახის ჩამოყალიბებით. კომპანია დაარსდა 1997 წელს და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 ფილიალი ფუნქციონირებს, სათაო ოფისი კი ჩიკაგოში მდებარეობს: კომპანიის მუშაობას წინ მიუძღვება 11 კაციანი გუნდი. ესენი არიან:

  • თომას კიმი – აღმასრულებელი დირექტორი
  • სტივ დორტონი – ფინანსების მართვის დირექტორი
  • დან გრომანი – ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი
  • სტივენ ბაშერტი – შემოსავლების უფროსი
  • ლორელეი სკილმანი – მთავარი მარკეტერი და კომუნიკაციების უფროსი
  • ბრონვენ ბასტონი – კადრების განყოფილების უფროსი
  • მიჩელ ფინზი – პროდუქტის მენეჯერი
  • ალან პოლო – ანგარიშების განყოფილების უფროსი
  • ბილი მირიკი – სამმართველო განყოფილების უფროსი
  • ჯოზეფ ვაიალატუ – კლიენტების ადაპტირების განყოფილების უფროსი
  • ირის ვანგი – სტრატეგიების მმართველი

    Enfusion-ის შემოსავალი შეადგენს 50 მილიონ დოლარს, ხოლო წმინდა მოგება 8,360,000$-ს. კომპანიის აქციონერების კაპიტალი კი – 230,883,000$-ია. ასევე კომპანიის აქტივების ღირებულება 47 მილიონ დოლარს აღემატება. Enfusion-ის ვალდებულებები ამჟამად შეადგენს 109,717,000 დოლარს.

კომპანიის 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 108 მილიონი დოლარის მოგება ნახა. Enfusion-ის მოგება ზარალის მაჩვენებელი 2020 წლის მიხედვით 5,2%-ია. 2019-2020 წლებში კომპანიამ განიცადა 37%-იანი ARR (შემოსავლის ზრდის კოეფიციენტი წლიდან წლამდე) ზრდა. კოპმანიის კლიენტების (ჰეჯ-ფონდების) რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში შეადგენს 635-ს. 2020 წლის მონაცემებით Enfusion-ს შემუერთდა 266 კლიენტი. Enfusion-მა 18 750 000 აქცია გამოუშვა ბაზარზე რომლის სავარაუდო საწყისი ფასი 15-17 დოლარის დიაპაზონში უნდა ყოფილიყო, თუმცა გამოსვლისთანავე 20$-დან განახლდა აქციების ფასი. აქციები ნიუ-იორკის  საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად ივაჭრება 21 ოქტომბრიდან.

ჩიკაგოში დაფუძნებული ინვესტიციების მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის( Enfusion, Inc) აქციები 17.6%-ით გაიზარდა IPO-ზე გასვლის შემდეგ, წარმატებული დებიუტის შედეგად Wall Street-ზე.

 აქციების გამოქვენებიდან კომპანია გაიზარდა 260.5 მილიონი აშშ. დოლარით, რადგან კომპანიამ გაყიდა უკვე 16 მილიონამდე აქცია IPO-ზე გასვლისას. კომპანიის მთლიანი ღირებულება შეფასდა 1.9 მილიარდ დოლარად, რადგან კომპანიის IPO-ზე გასვლისას დაფიქსირდა აქციებზე გაზრდილი ფასი რა მოლოდინიც იყო მასთან შედარებით.

გამოსვლისთანავე მოხდა მყისიერი იმპულსური ფასის ზრდა 20.88$-მდე, ეს იყო 21 ოქტომდრის მაქსიმალური ფასი რის შედეგადაც მოხდა აქციებზე ფასის ვარდნა 22 ოქტომბერს მინიმალური ფასი დააფიქსირა 19.81$, მაგრამ ბირჟების დახურვისას 19.92$ შეადგინა. როდესაც მოხდა აქციებზე ფასის ზრდა, აქციონერებმა  გაყიდეს 58,3 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები რაც ჯამში შეადგენდა 3.43 მილიონ აქციას IPO-ზე გამოსვლისას. ამ დროისთვის კომპანიის აქციების ისტორიული მაქსიმალური ფასი 22.19$ იყო, ხოლო მინიმალური 19.05$ დაფიქსირდა. 

ფინანსური სერვისების ინდუსტრია ფართოდ გავრცელებულია დღევანდელ სამყაროში, უფრო მეტიც, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე მოცულობით საკმაოდ დიდი სფერო მსოფლიოში.

ტექნოლოგიების ხანაში მრავალი დამხმარე პლატფორმა არსებობს, რომლებიც საინვესტიციო ფირმებს ეხმარება მაღალი დონის მენეჯმენტში.

სწორედ ასეთ პლატფორმას განეკუთვნება კომპანია Enfusion.

Enfusion-ის ირიბ კონკურენტად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი საცალო, საბროკერო/დამხმარე კომპანიები როგორებიცაა Charle schwab და Vanguard .აღნიშნული კომპანიების ცალკეული სერვისები კომპანია Enfusion-ის სერვისების მსგავსია, თუმცა ბევრად უფრო მცირე მასშტაბით.   

 რაც შეეხება პირდაპირ კონკურენტებს: Enfusion-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურენტად შეგვიძლია დავასახელოთ SS&C ADVENT, რომლის Market cap $18  მილიარდს შეადგენს.  კომპანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონაწილეობდა პორტფოლიოს მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის პროცესებში. შედეგებიდან გამომდინარე ირკვევა რომ SS&C ADVENT ცხრაჯერ დიდია Enfusion-ზე. (რათქმაუნდა დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით).

მეორე პირდაპირ კონკურენტად შეგვიძლია დავასახელოთ State street $33 ბილიონი market cap მოცულობით. მის კლიენტებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული Mutual Funds-ის 40%. მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა და მორგებული საბუღალტრო სისტემა, რომელიც ძალიან განსხვავდება Family Offices ან პატარა Hedge Funds- გან რომლისთვისაც Enfusion  მუშაობს.

კიდევ ერთ კონკურენტად შეგვიძლია დავასახელოთ კომპანია Bny Mellon. მის ერთ -ერთ განყოფილებას მოიხსენიებენ როგორც „არწივი“, რომელიც პასუხსიმგებელია ინვესტორთა ჯგუფის საბუღალტრო ანალიზზე.

Enfusion-ის პარტნიორებად გვესახება შემდეგი კომპანიები: Refinitiv, Bloomberg, The Depository Trust & Clearing Corporation – UST2, FactsetRefinitiv, LSEG (ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი) ბიზნესი. იგი არის მსოფლიოში ფინანსური ბაზრების მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უდიდესი პროვაიდერი.

Bloomberg – გლობალურ ბაზარზე ერთ- ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც სიახლეებს გვთავაზობს ბიზნეს სამყაროსა და ფინანსური მონაცემების შესახებ. შეიძლება ითქვას რომ იგი ბაზარზე მოთამაშე გადაწყვეტილების მიმღებებს (decision makers) აწვდის სწორ და ზუსტ ინფორმაციას ფინანსური ბაზრის შესახებ.

The Depository Trust & Clearing Corporation – UST2 ყოველდღიურად ამუშავებს მილიონობით ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციას.

Factset – მსოფლიოს მაშტაბით 160 000-მე მეტი მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს მყისიერ წვდომას ფინანსურ მონაცემებზე და ანალიტიკაზე, ნებისმიერ დროსა ნებისმიერ ადგილას.

აღნიშნული სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

 
 
 

Share This Post

Like This Post

0

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40
Binance.com რეგისტრაცია და ვერიფიკაცია || Registration and verification
Binance.com რეგისტრაცია და ვერიფიკაცია || Registration and verification
11:56
MetaTrader 4 საბაზისო ფუნქციების განხილვა
MetaTrader 4 საბაზისო ფუნქციების განხილვა
24:13
საფონდო ბირჟაზე სავაჭრო რისკების განსაზღვრა || Defining Trading Risks on the Stock Exchange Market
საფონდო ბირჟაზე სავაჭრო რისკების განსაზღვრა || Defining Trading Risks on the Stock Exchange Market
18:58
როგორ შევარჩიოთ კრიპტო მონეტა ვაჭრობამდე?! || How to choose crypto currency for trading?!
როგორ შევარჩიოთ კრიპტო მონეტა ვაჭრობამდე?! || How to choose crypto currency for trading?!
13:54

რჩეული სტატიები