Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

SHIBA INU_ს ფასი ეცემა მას შემდეგ, რაც 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების SHIB „ვეშაპის საფულე “დატოვა….

„ვეშაპის საფულე“ – ტერმინი რომელიც  გამოიყენება იმ პირების პორტფოლიოს აღსანიშნად, რომლებიც თანხობრივად დიდი მოცულობის ქოინებს/სტოკებს ფლობენ.

მილიარდერმა ვეშაპმა 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების SHIB ოთხ სხვადასხვა საფულეში გადაიტან. აღნიშნულმა ფაქტმა ინვესტორების აღელვება გამოიწვია.

სამშაბათს, ვეშაპმა განახორციელა ოთხი ტრანზაქცია თითოეული ტრანზაქცია მოიცავდა 10,000,000,100,000 SHIB გადანაწილებას ოთხ სხვადასხვა საფულეზე. ერთი ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით $586 მილიონს შეადგენდა, ხოლო საერთო ჯამური ღირებულებამ $2.3 მილიარდი შეადგინა.

საფულის, პირველად იდენტიფიცირების შედეგად, სოციალური მედიის მომხმარებლები სპეკულირებდნენ, რომ მფლობელს შესაძლოა დაავიწყდა ან დაკარგა გასაღები, გასული წლის შემდეგ რაც გამოწვეულია საფულეში აქტივობის ნაკლებობის საფუძველზე.

 

მაგრამ ვეშაპის გაღვიძებასთან ერთად, ასევე მის მიერ განხორციელევულმა ტრანზაქციებმა საზოგადოებაში გარკვეული შიში დანერგა. საზოგადოება ვარაუდობს რომ  მფლობელი   ტოკენების გაყიდვისთვის ემზადება. ვეშაპი მარაგის იმდენად დიდ პროცენტს ფლობს, რომ ნებისმიერმა ლიკვიდაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების მასიური ვარდნა.

თუ მან გადაწყვიტა საფულის დაცარიელება, SHIB დაიკლებს -99,99% ნულამდე,” – წერს ფინანსური ანალიტიკოსი Jacob Oracle.“

მოძრაობებმა გამოიწვია დაღმავალი ზეწოლა ფასებზე, რამაც დააფიქსირაა ისტორიული ვარდნა 31,2%-ით, შვიდი დღის წინ. ხოლო, 10.8%-იანი ვარდნა ბოლო 24 საათის განმავლობაში, CoinGecko-ს მონაცემებით.

 

CoinMarketCap-ის მიხედვით Shiba Inu-ს ტოპ 10 საფულის ჰოლდერები, მიმოქცევაში არსებული მონეტების თითქმის 72%-ს ფლობენ.

ვეშაპის პირველი საფულე ამჟამად 1,8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების SHIB-ს ფლობს..

Share This Post

Like This Post

2

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40

რჩეული სტატიები