Close

Login

Close

Register

Close

Lost Password

პირველი ფინანსურ - ანალიტიკური ჟურნალი
magazine add traiders hub-02

„ბიტკოინის სეზონი“ რეალურია თუ მაქსიმალისტური თეორია?

ვინაიდან ბიტკოინი (BTC) აგრძელებს 60,000 დოლარის ფსიქოლოგიური ზღვარის გადაკვეთად და  მაღლა მიიწევს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბაზარზე ქაოსური ხმების მზარდი გუნდი,  ეხმიანება იმ განწყობილებას, რომ ბაზარი შეიძლება იყოს კიდევ ერთი “ბიტკოინის სეზონის” შუაგულში.

სიტუაცია შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად: სხვადასხვა ალთკოინებიდან ფული ბრუნდება ფლაგმანურ კრიპტოვალუტაში, მანამ სანამ საბოლოოდ, ინტერესი არ გაქრება და კაპიტალი კვლავ არ დაიწყებს სხვადასხვა ალტკოინში დაბრუნებას.

როს მიდლტონი, დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის DeversiFi-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი, ფიქრობს, რომ როდესაც ბიტკოინი იწყებს ზევით სვლას, ის ჩვეულებრივ „ჟანგბადს იწოვს“ პატარა ტოკენებიდან, რის შედეგადაც ტრეიდერების უმეტესობა გარკვეული დროით უკან ბიტკოინს უბრუნდება.

როდესაც ბიტკოინი კვლავ დაიწყებს ფასის დონის დაწევას, ტრეიდერები კვლავ ალტქოინებს უბრუნდებიან სანამ მოგების მაქსიმალიზაციას არ მიიღებენ სხვა შედარებით დიდი ტოკენებიდან, რაც შემდგომში იწვევს ბიტკოინის ფასის ვარდნას და „ფასების თამაშის“ უსასურულო ციკლში დაბრუნებას .

ყველა არ არის „ბიტკოინის სეზონის“ რეალურობაში დარწმუნებული:

მიუხედავად იმისა, რომ არის მნიშვნელოვანი პერიოდები, როდესაც ბიტკოინის დომინირება საკმაოდ იზრდება, რის შედეგადაც ალტკოინები კარგავენ ადგილს, ნიკ მერტენმა, კრიპტო სავაჭრო პლატფორმის Digifox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და კრიპტოცენტრული YouTube არხის DataDash-ის შემქმნელმა, განაცხადა რომ ის პირადად არ ითვალისწინებს ასეთ ნარატივებს.

ბოლო ციკლში, ისევე როგორც ამ ციკლში, ბიტკოინი ალტქოინებთან დამარცხდა. თუ გავითვალისწინებთ ბაზრების მასშტაბურობას, ყოველთვის იქნება ახალი საინტერესო შესაძლებლობები ალტკოინის ბაზარზე, ძნელია გაამართლო  ბიტკოინში დარჩენა ხარის ბაზრების (bull markets) დროს. მე ვფიქრობ, რომბიტკოინის სეზონიარ გაგრძელდება.”

დღევანდელი გადმოსახედიდან მომავალი არაპროგნოზირებადი რჩება:

არ შეიძლება უარვყოთ, რომ კრიპტო ბაზარი ძალიან მომწიფდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.  Binance-ის  სპიკერი თვლის, რომ ბიტკოინის სეზონის თეორიის გარდა ახალი ნარატივები წარმოშვა. მაგალითად, მათ მიაჩნიათ, რომ გარდა ფულისა, რომელიც ბიტკოინიდან შემოდის, სხვა ალტკოინებში, DeFi-ის ბაზარმა და ასევე NFT-ებმაც დღეს დაიწყეს ფუნქციონირება, როგორც დამოუკიდებელი დომენები.

და ბოლოს, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალტკოინების რიცხვი ყოველ დღე იზრდება, შედეგად ძნელია იმის პროგნოზირება, თუ სად შეიძლება მივიდეს ბაზარი უახლოეს ან გრძელვადიან პერიოდში.

Share This Post

Like This Post

2

Related Posts

ვალუტა
ტრეიდერების ჰაბი
0:40
ტრეიდერების ჰაბი
0:40

რჩეული სტატიები